საზოგადოება

Facebook-მა საქართველოს მოქალაქეს კონტრაქტი გაუფორმა

31.08.17 21:20


კომპანია Facebook-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატურა შეარჩია. კომპანიის გადაწყვეტილებით, ე.წ. თემის ოპერატორის მოვალეობას ნინა ნუცუბიძე შეასრულებს.

ამის შესახებ imedinews.ge Facebook-ის ქართველ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

ვაკანსიის აღწერილობის თანახმად, კანდიდატი დსთ-ს ქვეყნებზე მომუშავე გუნდის წევრი იქნება, მას მოუწევს, განიხილოს შესაძლო შეურაცხყოფის შემთხვევები, გადაჭრას მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები, გააუმჯობესოს დახმარების სერვისი და ასევე, მოაგვაროს თემატური გლობალური საკითხები. სპეციალისტი მონაცემთა ანალიზით დაკავებული გუნდის წევრი იქნება და მონაცემთა ოპტიმიზაციასა და გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარება კომპანიას.

Facebook-მა ამ თანამდებობაზე ვაკანსია ივლისის ბოლოს გამოაცხადა.

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები