საზოგადოება

მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ოქტომბრიდან დაიწყება

01.09.17 14:25


მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა განუცხადა, სპეციალისტების რეკომენდაციაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის, მათ შორის წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები დაირგოს. ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიის გამწვანების ინიციატივა კი კომპანია „მ2 უძრავი ქონება“ გამოთქვა.

„მთაწმინდაზე ხანძრის შემდეგ ტერიტორია გეოლოგებმა, ბოტანიკოსებმა და შესაბამისი სპეციალისტების წარმომადგენლებმა შეისწავლეს. გეოლოგიური დასკვნით ტერიტორიის რაიმე ეროზიული საშიშროება არ არსებობს. შესაბამისი დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დადეს. რაც შეეხება ტერიტორიის გამწვანებას, კომპანია „მ2“-მა შემოგვთავაზა, სპეციალისტებთან ერთად დაიგეგმოს აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება“, - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, კომპანია ნარგავების მოვლის ვალდებულებას 2 წლის განმავლობაში თავის თავზე აიღებს. ტერიტორიის გამწვანების პროცესი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

მთაწმინდაზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. 200-მდე წიწვოვანი ხე დაიწვა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები