საზოგადოება
01.09.17 16:15
საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან ოლუმუივა ბენარდ ალიუსთან და გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან.
ელჩმა შეხვედრებზე მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ყურადღება გაამახვილა საავიაციო სფეროზე. მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში რეფორმები მოიცავს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას.
ელჩმა აღნიშნა რომ საქართველო ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვების და მომსახურების სფეროში.
შეხვედრებზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე იზრდება უცხოური ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთაც იზიდავს ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო.
ICAO-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული უკანონო ფრენები, რაც არა მარტო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების კუთხითაც.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის მაისში ICAO-ს პრეზიდენტის თბილისში განხორციელებულ ვიზიტის მნიშვნელობას და გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია.
თავის მხრივ, ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ მიესალმა ICAO-ში წარმომადგენლად კონსტანტინე ქავთარაძის დანიშვნას. მან კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის კუთხით. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ.
ICAO-ს გენერალურმა მდივანმა ფანგ ლიუმ განაცხადა, რომ იგი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ელჩთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მან ასევე გამოთქვა ინტერესი, ეწვიოს საქართველოს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24