საზოგადოება

თბილისის გრიბოედოვის თეატრი ახალ სეზონს ბათუმში ხსნის

05.09.17 18:40


თბილისის ალექსანდრ გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ახალ, 172-ე სეზონს ბათუმში ხსნის.

გრიბოედოვის თეატრი 6 და 7 სექტემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს А.Л.Ж.И.Р. აბრევიატურა იშიფრება, როგორც" სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი".

სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

А.Л.Ж.И.Р. — პირველი მცდელობაა საქართველოსა და ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც ხდება მხატვრულ-დოკუმენტური გააზრება პერიოდისა, რომლის დროსაც უდანაშაულო ქალები შეგნებულად იყვნენ რეპრესირებული. მათი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ ცოლები — ცოლები დაპატიმრებული, გადასახლებული, დახვრეტილი "ხალხის მტრების"…

"სპექტაკლში აღწერილია 1938 წლის მოვლენები. თითოეული ქალისთვის А.Л.Ж.И.Р.-ში ყოფნა კოშმარული სიზმარი იყო. ვარსიმაშვილის დადგმა "გულაგის" ტრაგედიის ახლებური ხედვაა, რომელიც, მიუხედავად დეკორაციების მინიმალიზმისა, ემოციებითაა გამსჭვალული", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წითლანაძემ.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ირინა ვორობიოვა, ნინო კიკაჩეიშვილი, მარიამ კიტია, სოფია ლომჯარია და ანა ნიკოლაევა.

სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ და ბათუმის თეატრის სალაროებში.

ასევე, გრიბოედოვის თეატრი 9 სექტემბერს, 19:00 საათზე ამავე სპექტაკლს წარმოადგენს წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები