საზოგადოება

საქართველოში ქართულ-ფრანგულ ფილმს გადაიღებენ

05.09.17 22:00


კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ ახალ ფილმს გადაიღებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისნიტროს პრეს-სამსახური.

"მზის გოგონები" ("Girls on the Sun") — ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს.

ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც ორი განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების ქალთა ბატალიონის "მზის გოგონების" ხელმძღვანელია, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა, მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება და 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო ლოკაციები, კერძოდ: ახალციხისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

როგორც ეკონომიკის სამისნისტროში აღნიშნეს, კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 6 ფილმი გადაიღეს, ხოლო 2 ფილმის გადაღება სულ მალე დაიწყება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები