საზოგადოება

ზაჰესში ხანძარია

06.09.17 21:00


თბილისში, ზაჰესის დასახლებასთან ახლოს მთის ფერდობზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi). გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა, შემდეგ კი ხეებს მოედო.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი ფერდობის დასაწყისში მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა, ხანძარი ფერდობის ზედა ნაწილში გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო ეკიპაჟი არის მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხანძრის კერასთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

მიმდინარეობს ალტერნატიული გზის ძიება, რის შემდეგაც სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკა ჩაერთვება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები