საზოგადოება

"საქართველოს ბანკში" დაყაჩაღების მოტივით შეჭრილმა ადამიანმა თავი მოიკლა

12.09.17 21:50


"საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში დაყაჩაღების მოტივით ადამიანი შეიჭრა.

საგანგებო ღილაკზე თითის დაჭერიდან რამდენიმე წამში სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ. ბოროტმოქმედი პოლიციას არ დაემორჩილა და თავი მოიკლა.

ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაცით, ეს ის ადამიანია, ვინც "თიბისი" ბანკის ფილიალში შეიჭრა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

"პირველი" დამატებით დეტალებს არკვევს.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები