საზოგადოება

თბილისში წითურების დღე აღინიშნება

13.09.17 14:30


წითურებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება წითურების დღესასწაულში (Redhead Day), რომელიც მთაწმინდის პარკში 17 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 და დასრულდება 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია და არა მხოლოდ წითურებისთვის. წითურების დღე თბილისში მეექვსედ ტარდება და ტრადიციულად, კრებს როგორც პატარა, ისე მოზრდილ წითურთმიანებს.

დღესასწაულის ორგანიზატორების მთავარი პირობაა მწვანე ფერის ტანსაცმელი.

პროგრამაშია გასართობი თამაშები ბავშვებისა და უფროსებისთვის, შეჯიბრებები, გათამაშებები, საჩუქრები და სიურპრიზები.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბავშვები წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს და იმღერებენ, გაიმართება საზეიმო ტორტის დეგუსტაცია. ასევე დაგეგმილია სილამაზის კონკურსი "მის და მისტერ წითური 2017".

ღონისძიებაზე ასევე გამოვა ქრისტინე რესტაკიანი — GDS-ის მუსიკალური შოუს "გახდი ვარსკვლავი" და ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილე. სტუმრებს გაართობს ანიმატორების გუნდი CrazyLand.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები