საზოგადოება

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

13.09.17 19:40


“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა”,-ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა საგუშაგოზე აღიმართა წითელი ალმები.

ზღვაში შესვლა, შესაბამისად, აკრძალულია.

წყალზე მაშველები სიტყვიერადაც აფრთხილებენ მოქალაქეებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ.

საშტორმო მდგომარეობის მოხსნისთანავე, საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები