საზოგადოება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო

13.09.17 21:00


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო. ამ ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უკვე შეიწამლა.

სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ავიაციის გამოყენება, შხამქიმიკატებით ეტაპობრივად დამუშავდება. შეწამვლა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება.


ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორციელებისას, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვაა აუცილებელი, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.


სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო.


პარალელურად, იქ, სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გრძელდება.


ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები