საზოგადოება

კახეთში მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

14.09.17 19:50


კახეთში სოფელ შუამთის ტყეში მამაკაცს ხე დაეცა და დაიღუპა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მასმედიის ინფორმაციით, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, რა დროსაც მას ხე დაეცა. "სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ დაზარალებული კომატოზურ მდგომარეობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები