საზოგადოება

დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

14.09.17 20:55


დავით ოქიტაშვილმა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე წუთის წინ მოხსნა. მისი განცხადებით, მისი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის ირაკლი პეტრიაშვილის სახე დაენახებინა.

„მთავარი მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ პეტრიაშვილი გაიძახის, რომ მთავრობა ერევა პროფკავშირის საქმიანობაში, რომ მთავრობის ინტერესია, რომ პროფკავშირი დაანგრიოს დ ამის მიზეზი ვარ თურმე მე. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მე პეტრიაშვილს დავუმტკიცე, რომ მე არ ვარ მთავრობის კანდიდატი და იმიტომ მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. ახლა მაინტერესებს, ვინ დაანგრევს პროფკავშირს.

გთხოვთ ყველა ჟურნალისტს, ამოიღეთ 2005 წლის კადრები, როგორ მოიყვანა წინა ხელისუფლებამ პეტრიაშვილი ამ თანამდებობაზე. ამ კლოუნადაში, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, მონაწილეობას არ მვიღებ და შედეგსაც ნახავთ, ვინ გაიმარჯვებს“,-განაცხადა ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ჰუალინგში“ პროფკავშირების ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც ახალი თავმჯდომარის არჩევნები უნდა გაიმართოს.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები