საზოგადოება

ახალციხის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები კვლავ საავადმყოფოში რჩებიან

19.09.17 16:45


ახალციხის საავადმყოფოში ადგილობრივი საბავშვო ბაღის 16 აღსაზრდელია გადაყვანილი, განუცხადა Sputnik-საქართველოს ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნანა ბერიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთ აღსაზრდელს, რომელიც მჟამად თბილისში იმყოფება, იგივე სიმპტომები აღენიშნება, რაც მის ჯგუფელებს და ბავშვი თბილისის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„მინდა ვთქვა, რომ ახალციხეში იგივე კლინიკური სურათია იმ მოზრდილებსა და ჩვილ ბავშვებშიც, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან — იგივე სიმპტომები აქვთ“, — ხაზი გაუსვა გაერთიანების დირექტორმა.

ნანა ბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღი კვების პროდუქტების ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეამოწმეს, რომლებმაც ბავშვების საკვებით მოწამვლა გამორიცხეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები