საზოგადოება

კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს

20.09.17 21:10


თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 29 სექტემბერს გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ საქველმოქმედო მატჩზე, რომელიც 29 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება, საქართველოს მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები — ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, რივალდო, ხავიერ ძანეტი, კარლეს პუიოლი, ანდრეი შევჩენკო და სხვა მრავალი ვარსკვლავი ესტუმრება. ისინი მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში შედიან, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ნაკრებთან გამართავს მატჩს.

მატჩის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, რომელიც ამ ზაფხულს ძლიერი ხანძრების შედეგად განადგურდა.

„ამ მატჩის გამართვას მივესალმები. იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა ამ მატჩში ჩემი მონაწილეობა, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული. ახლა უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ვითამაშებ და ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება მაქვს, სწორედ ფეხბურთისა და სპორტის დამსახურებაა", — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მიესალმება თბილისში მსოფლიო დონის ვარსკვლავების — როგორც ყოფილი თანაგუნდელების, ისე მოწინააღმდეგეების წამოსვლას, რომელთა წინააღმდეგ „მილანისა“ და კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში ყოფნისას თამაშობდა.

მისის სიტყვებით, მან არ იცის ქართველი ფეხბურთელებიდან მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ ვინ ითამაშებს.

ამასთან, კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმილი საქველმოქმედო მატჩი არ წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს.

ბილეთების გაყიდვა 19 სექტემბერს დაიწყება, რომლის ღირებულება 5-დან 25 ლარის ფარგლებში იქნება.

კახა კალაძე აქტიურ ფეხბურთში კიევის „დინამოს“(1998 – 2000), "მილანის" (2001 – 2010) და "ჯენოას" (2010 – 2012) შემადგენლობაში თამაშობდა. ამჟამად იგი თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები