საზოგადოება

ინფექციების სეზონი გრძელდება - დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და ბაღებს აფრთხილებს

20.09.17 21:45


„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ზაფხულის ინფექციების სეზონი გრძელდება და შესაძლოა, ბავშვებს სხვადასხვა ტერიტორიიდან მიღებული ინფექციები ჰქონდეთ, რამაც შესაძლოა, გავრცელება გამოიწვიოს.

"პრაქტიკულად ზაფხული გრძელდება. აქედან გამპმდინარე, ზაფხულის ინფექციებიჯერჯერობით არსებობს. ბავშვები ბრუნდებიან ბაღში, სკოლაში, იქმნება ახალი კოლექტივები. ასეთ ახალ კოლექტივებში ვიღაცამ ერთი ინფექცია რომ შეიტანოს ძალიან ადვილია, რომსწრაფი გადადება და ბავშვების დაავადება მოხდეს. პირველი რჩევაა - მშობლებმა კარგად ნახონ, რომ სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ , ბავშვი ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის. ასევე აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ძალიანმკაცრად დაცვა. აქ ორი მომენტია: ერთი, რომ სათანადო პირობები იყოს შექმნილი ბაღებში, სკოლებში, რათა ბავშვებს შეეძლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე ბავშვებს ეს ჩვევა უნდაგანუვითარდეთ პირველ რიგში ოჯახში და ასევე, მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ ესბავშვებს" - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე სკოლებსა და ბაღებს მოუწოდებს ჰიგიენური წესები დაიცვან.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები