საზოგადოება

მაკა ჩიჩუამ საქველმოქმედო აუქციონზე საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინა

21.09.17 15:40


საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონს დაესწრნენ.

პირველმა ლედიმ აუქციონზე საკუთარი ხელით მოხატული ზარდახშები წარადგინა.

„ყუთების ისტორიის შესახებ მინდა ორი სიტყვით ვთქვა. როცა პრეზიდენტის საჩუქრებს ყუთიდან იღებენ, ისინი ცარიელდება და კარგავენ ფუნქციას. მე გადავწყვიტე, რომ მათ შევუნარჩუნო და გავუხანგრძლივო სიცოცხლე..,-აღნიშნა პირველმა ლედიმ.

აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სარეზერვო

ფონდიდან თითოეულ გაყიდულ ლოტს დაემატება ხუთასი ლარი, რომელიც ჰოსპისში გადაირიცხება.

საქველმოქმედო საღამოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები