საზოგადოება

პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდება

21.09.17 17:35


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 21 სექტემბერს მორიგ, 50-ე მასობრივ საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ამჯერად ილია მეორე დაახლოებით 661 ბავშვის ნათლია გახდება.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს. ამ ინიციატივის მიზანია — ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვილების პირველი საყოველთაო ნათლობა სამებაში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
დღეისათვის ილია მეორეს 32 600-ზე მეტი ნათლული ჰყავს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები