საზოგადოება
27.09.17 14:00
მართლმადიდებლები დღეს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავენ.
მაცხოვრის ჯვარცმიდან სამი საუკუნის შემდეგ – 326 წელს ქრისტიანებმა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი მოიძიეს და ამის შემდეგ მათ ჯვრის თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ.
ჯვართამაღლება კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორი 306-337 წლებში იყო (სწორედ მის საპატივცემულოდ ეწოდა ბიზანტიის დედაქალაქს კონსტანტინოპოლი). მას მოციქულთასწორი უწოდეს. კონსტანტინე დიდმა აკრძალა სახელმწიფოში ქრისტიანთა დევნა, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თვითონაც მოინათლა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას.
კონსტანტინე დიდმა ქრისტე ირწმუნა მას შემდეგ, რაც უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ ცაზე გამოისახა ჯვრის ნიში წარწერით "ამით სძლო". მან ჯვრის ძალით მართლაც დიდი გამარჯვება მოიპოვა და ამის შემდეგ იმ ჯვრის მოძიების სურვილი არ ასვენებდა, რომელზეც მაცხოვარი ევნო. რომაელი წარმართი იმპერატორები ადამიანების ცნობიერებიდან და მეხსიერებიდან მაცხოვრის ჯვარზე გაკვრისა და მკვდრეთით აღდგომის წმინდა ადგილების აღმოფხვრას ცდილობდნენ. იმპერატორმა ადრიანეს (117–138 წლები) ბრძანებით მეორე საუკუნეში გოლგოთა და ქრისტეს საფლავი მიწით დაფარეს და ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე ქალღმერთ ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღმართეს.
კოსტანტინე დიდმა მაცხოვრის ჯვრის მოსაძიებლად იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელმაც დიდი მცდელობის შემდეგ მიაგნო ჯვრისა და მაცხოვრის საფლავის ადგილსამყოფელს.
ელენე დედოფალმა 326 წელს იერუსალიმში მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა "იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა" და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მაცხოვრის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.
ამის შემდეგ უამრავი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო – ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა.
კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს (ძველი სტილით) დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.
ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. ძელიცხოვლის წმინდა ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში და მათ შორის საქართველოშიც მოხვდა.
მეფე მირიანმა, გაქრისტიანების შემდეგ, ბიზანტიას ეპისკოპოსი იოანე მიავლინა და იმპერატორს საქართველოსთვის ძელიცხოვლის ნაწილი სთხოვა. ქართველთა გაქრისტიანებით ფრიად გახარებულმა დიდმა კონსტანტინემ წმინდა ჯვრის ნაწილები – ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი – საქართველოში გამოგზავნა.
ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები მარხულობენ.
საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24