საზოგადოება

ქართული ღვინის ფესტივალი თბილისში 15 ოქტომბერს გაიმართება

27.09.17 20:50


ქართული ღვინის ფესტივალი Georgian Wine Festival, რომელიც თბილისში 15 ოქტომბერს გაიმართება, გაახარებს დედაქალაქელ ენოფილებსა და არა მხოლოდ მათ.

ღვინის ფესტივალი ძველ უბანში შარდენისა და სიონის ქუჩებზე 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ეს იქნება ფესტივალი არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ქართული ღვინო უყვარს, არამედ მათთვისაც, ვინ დაინტერესებულია მეღვინეობის ისტორიით, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

ფესტივალზე შესაძლებელია ღვინის 40-მდე სახეობის დაჭაშნიკება, ქართული ყველის უნიკალური სახეობების, ჩურჩხელის, ჩირის, ქართული პურის დაგემოვნება. ეს ყველაფერი მუსიკის ფონზე გაიმათება.

იქვე გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა.

Georgian Wine Festival-ის ფარგლებში ასევე იწყება პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზებაზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფესტივალის მონაწილეები პროექტისთვის თითო-თითო სახის თეთრ და წითელ ღვინოს წარმოადგენენ. საუკეთესო ნიმუშებს "ბრმა დეგუსტაციის" საფუძველზე თავდაპირველად შეარჩევენ ფესტივალის სტუმრები, ხოლო შემდეგ კენჭისყრა 10 საუკეთესო ღვინოზე ონლაინ-ფორმატში ჩატარდება. იქ უკვე გამოცდილი სომელიეები განსაზღვრავენ "10 ღვინოს, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!"



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები