საზოგადოება

თბილისის მერიის თანამშრომელმა, დავით უგულავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

27.09.17 21:30


დავით უგულავამ, რომელიც თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურში ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა, თავი მოიკლა. გარდაცვლილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

შემთხვევა, დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში, ერწოს ქუჩაზე მოხდა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს.

მას ტყვია საკუთარი პისტოლეტით აქვს ნასროლი თავის არეში.

მეზობლები მიზეზად დიდ ვალებს ასახელებენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები