საზოგადოება

"ცენტრ პოინტი" გაიყიდა

28.09.17 18:00


"ცენტრ პოინტის" გაყიდვასთან დაკავშირებით სიტყვიერი მოლაპარაკებები დასრულებულია, ხოლო მყიდველის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ამის შესახებ "პირველს" გუკა რჩეულიშვილმა უთხრა.

"ვადასტურებ, რომ "ცენტრ პოინტი" გაიყიდა. ეს არის ზეპირი შეთანხმება, იურიდიული საკითხიც მალე მოგვარდება. ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ ვასაჯაროებ, რადგან მეორე მხარე კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს. მთავარი პირობა ძალაშია - დაზარალებულები უნდა დაკმაყოფილდნენ", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ "ცენტრ პოინტი" თბილისში არსებული 6 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების პროცესს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

"ცენტრ პოინტის" საქმის დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით პატიმრობა შეუფარდა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები