საზოგადოება

ილია მეორე: ჩვენ უნდა მოვისმინოთ სხვისი აზრი, იქნებ უკეთესი აზრი აქვს და ასე მივაღწიოთ ერთსულოვნებას

28.09.17 19:15


სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე სასაუბროდ შეხვდა.

პატრიარქმა ყურადღება საქართველოს საკუთრებაში არსებული მიწისა და წყლის მნიშვნელობაზე, მისი ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობა და სამუშაო ადგილების შექმნა დასახელდა. უწმინდესმა აღნიშნული საკითხების შესახებ მრევლის აზრიც მოისმინა.

მათ უმეტესობამ მიწის გასხვისების საკითხის შესახებ ისაუბრა, ასევე გამოითქვა აზრი ქვეყნაში გაჭირვების დასაძლევად სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესახებ. პატრიარქი ამ იდეის განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. “ქართველი ხალხი გაუცხოებულია ერთმანეთთან, სხვის აზრს არ ვისმენთ. საქართველს პარლამენტში ოპოზიცია და უმრავლესობა ერთმანეთთან კონფლიქტშია.

ჩვენ უნდა მოვისმინოთ სხვისი აზრი, იქნებ უკეთესი აზრი აქვს და ასე მივაღწიოთ ერთსულოვნებას”, – აღნიშნა პატრიარქმა. აქამდე ცნობილი იყო, რომ მსგავსი შეხვედრა პატრიარქთან ყოველ ხუთშაბათს გაიმართებოდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ხუთშაბათი სამუშაო დღეა, მომავალი კვირიდან შეხვედრები ყოველ შაბათს გაიმართება. დღესვე, შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქი პარაკლისს აღავლენს. კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, იქადაგა. აღნიშნა, რომ სამების ტაძარში მრევლსა და სასულიერო პირებს შეხვდებოდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები