საზოგადოება

ქობულეთში 12 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

28.09.17 20:45


ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოზარდები ერთნაირი სიმპტომებით შეუძლოდ პირველი გაკვეთილის შემდეგ გახდნენ. ამ დროისთვის უცნობია სავარაუდო ინტოქსიკაციის მიზეზები.

მოსწავლეები ამ დროისთვის ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.



წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები