საზოგადოება

სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ადგილების რეიტინგში მოხვდა

28.09.17 21:15


პოპულარულმა ამერიკულმა სამოგზაურო პორტალმა Thrillist-მა სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ქალაქების სიაში შეიყვანა.

სტეფანწმინდა სიაში 20-დან მე-12 ადგილზეა. პირველ სამეულში შედიან ტაილანდური კუნძული ფხიფხი, ჩეხური ქალაქი ჩესკი-კრუმლოვი და მაროკოს ქალაქი შეფშაუენი.

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან არის შერწყმული. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი, რომელზეც XIV საუკუნეში აშენებული გერგეტის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია", — ნათქვამია ვებ-გვერდზე.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო — ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ყურძნის 500-ზე მეტი სახეობა იზრდება.

მასალის ავტორი ბრიუს ნორსამია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა საქართველოში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები