საზოგადოება

თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

29.09.17 14:30


დღეს, თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მოხდა. მამაკაცი მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები