საზოგადოება

დღეს „დინამო არენაზე” მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი გაიმართება

29.09.17 15:00


დღეს, 19:00 საათზე დინამო არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ცნობით, საქართველოს ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩზე თბილისში ცნობილი გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელიც ჩამოვა და ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი იქნება. „დინამო არენაზე“, „მსოფლიოს XI“ მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები