საზოგადოება

თურქეთში სამართალდამცველებმა ქართველები დააკავეს

29.09.17 16:30


ქართველები დააკავეს თურქეთის პოლიციამ სამი ქართველი დააკავა. როგორც თურქული მედია იუწყება, მამაკაცებმა ქუჩაში ქალს ტელეფონი წაართვეს.

დაზარალებულმა ქალბატონმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. პოლიციამ ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების გაშიფვრის შემდეგ დააკავა. ცნობილია, რომ ქალბატონმა თავდამსხმელები ამოიცნო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულოში ქართველთა დაკავების შესახებ შეტყობინება არ შესულა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები