საზოგადოება

თბილისში ბოტიჩელის და კარავაჯოს შედევრებს გამოფენენ

29.09.17 18:50


თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს უნიკალური შანსი ეძლევათ ისიამოვნონ იტალიელი მხატვრების სანდრო ბოტიჩელისა და კარავაჯოს შედევრების ხილვით.

დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში ორი გამოფენა სახელწოდებით „ უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი — სილამაზე, კარავაჯო — სინათლე“ 5 ოქტომბერს გაიხსნება და 29 ნოემბრამდე გასტანს.

„თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ აღორძინების ეპოქის გენიოსის, სანდრო ბოტიჩელის იდეალური სილამაზის სიმბოლო — ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული Venus Pudica. ხოლო გამოფენაზე Opera omnia თქვენ გელით შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს ყველა ძირითადი ნამუშევრის რეპროდუქციები რეალურ ზომაში და მაღალი რეზოლუციით", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენა სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს მხარდაჭერით იმართება, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო. გამოფენების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ.

სანდრო ბოტიჩელი (Sandro Botticelli, ნამდვილი სახელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი, 1445-1510) — აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი ფერმწერი, ფლორენტინის სკოლის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება, რომელიც გაჟღენთილია ნეოპლატონური ფილოსოფიის მოტივებით, ღირსეულად დიდხანს არ იყო დაფასებული. დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში ბოტიჩელი თითქმის მივიწყებული იყო, სანამ XIX საუკუნის შუა პერიოდში მისი შემოქმედებისადმი ინტერესი არ გაჩნდა, რომელიც დღემდე არ განელებულა.

მიქელანჯელო მარიზი და კარავაჯო (Michelangelo Merisi da Caravaggio, 1571, მილანი — 1610, პორტო-ერკოლე) — იტალიელი მხატვარი, XVII საუკუნის ევროპული ფერწერის რეფორმატორი, ფერწერაში რეალიზმის ფუძემდებელი და ბაროკოს ერთ-ერთი უდიდესი ოსტატია. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კიაროსკუროს“ მანერა — ჩრდილისა და სინათლის მკვეთრი კონტრასტი. აღმოჩენილი არ არის არცერთი ნახატი და ესკიზი, მხატვარი თავის რთულ კომპოზიციების რეალიზებას ტილოზე ახდენდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები