საზოგადოება
29.09.17 20:15
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორვატიულ საინჟინრო კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, არჩილ ფრანგიშვილმა და სს „ინსტიტუტი IGH“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, ივან პალადინამ.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ოლივერ კუმრიჩი და კომპანიის პრეზიდენტი ივან პალადინა თბილისში სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივებთან დაკავშირებით ოფიციალურ პირებს ხვდებიან, მათ შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ასევე „საქართველოს მელიორაციასა“ და “საქართველოს რკინიგზაში”.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, შეხვედრები IGH-ის ახალ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას და ევროპული სტანდარტების დანერგვაში დახმარების შეთავაზებას ემსახურება. IGH სტუდენტების სტიმულირებას გეგმავს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის ხუთ წარმატებულ სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. გარდა ამისა, ხორვატიული კომპანია ფაკულტეტს საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების განვითარებაში დაეხმარება და მონაწილეობას მიიღებს დამსაქმებელთა მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, თავის ოფისში კი სტუდენტების სტაჟირებას უზრუნველყოფს.
სს „ინსტიტუტი IGH“-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი ივან პალადინა აღნიშნავს, რომ კომპანია უნივერსიტეტს დაეხმარება შესაბამისი, თანამედროვე სახელმძღვანელოების მოძიებაში, უნივერსიტეტს მიაწვდის საკუთარ შეხედულებებსა და რჩევებს არსებული და დაგეგმილი სასწავლო პროგრამების შესახებ, დაეხმარება უნივერსიტეტს ზაგრების ტექნიკურ უნივერსიტეტთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობაში.
„მხარეები, მოამზადებენ ერთობლივ სამეცნიერო სტატიებს ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ევროპული სტანდარტების შესახებ. კომპანიის წამყვანი სპეციალისტები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ სასწავლო სემინარებს“, – აცხადებს პალადინა.
IGH უკვე თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ახორციელებს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის და მოვლა-შენახვის საზედამხედველო საქმიანობას, აგრეთვე, მუშაობს რამდენიმე მიმართულებით გზების მშენებლობის პროექტირებაზე. კერძოდ, ახორციელებს ლენტეხი-მესტიის გვირაბის, სნო-შატილი-ახმეტა შემოვლითი გზის, ქუთაისი-აბასთუმნის მონაკვეთის და ზემო იმერეთი-რაჭის გზის საპროექტო სამუშაოებს.
ხორვატიულმა კომპანია IGH-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. IGH-მა გახსნა ოფისი თბილისში, სადაც დასაქმებულია 68 სპეციალისტი/ექსპერტი, მათ შორის 16 ხორვატი და 52 ქართველი.
კომპანიის ფილიალის თანამშრომლები არიან ახალგაზრდა დამპროექტებელი და ზედამხედველი ინჟინრები, თარჯიმნები, მოვლა-შენახვის სპეციალისტები, ადმინისტრაციული პერსონალი და მძღოლები.
IGH-ს, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში, ალბანეთში, კოსოვოში. კომპანია საქმიანობს ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში.
კომპანია 1949 წელს დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას. კომპანიის მიერ დაპროექტებულია 800 ხიდი, 80 კმ საერთო სიგრძის გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი ხორვატიაში – Mala Kapela, რომლის სიგრძე 5760 მეტრია, აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ევროპაში (2008 და 2009 წლები).
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24