საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა

02.10.17 22:00


ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად სპეციალურ ანგარიშზე მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა. აღნიშნულზე ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ თანხაში საქველმოქმედო მატჩის შედეგად მიღებული შემოსავალი ჯერ გათვალისწინებული არ არის.

სპეციალურ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოების საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშების გახსნის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაავრცელა.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები