საზოგადოება

National Geographic: საქართველო გასტრონომიული ტურიზმისთვის №1 ქვეყანაა

04.10.17 15:30


საქართველო ქვეყნების სიის ლიდერია ნომინაციაში "გასტრონომიული და აგროტურიზმი", იუწყება National Geographic Traveler-ის ონლაინ-ვერსია.

სხვადასხვა ნომინაციაში ლიდერი ქვეყნების ნუსხა ვებ-გვერდზე ონლაინ გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეადგინეს.

საქართველო გასტრონომიული და აგროტურიზმისთვის იდეალურ ქვეყნად დაასახელა მომხმარებელთა 36%-მა. მეორე ადგილზე 26%-ით იტალია, ხოლო მესამეზე 13%-ით ბელარუსია.

გასტრონომიული ტურიზმის სფეროში მიმზიდველობის გარდა საქართველომ 10%-ით მესამე ადგილი დაიკავა ნომინაციაში "სამთო-სათხილამურო დასვენება", პირველი ადგილი ერგო შვეიცარიას (44%), ხოლო მეორე — ავსტრიას (32%).

ნომინაციაში "საექსკურსიო დასვენება" პირველი ადგილი დაიკავა იტალიამ (45%), მეორე საფრანგეთმა (23%) და მესამე — დიდმა ბრიტანეთმა (19%).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები