საზოგადოება

საქართველოში სახელმწიფო მიწების მითვისების სქემა გახსნეს

04.10.17 16:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო მიწების მითვისების ფაქტზე 14 ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი დოკუმენტები, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ სახელმწიფოსგან პირად სარგებლობაში მიწის ნაკვეთები მიიღეს.

მოცემულ მომენტში მიწების დაბრუნებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს.

გამოძიება „თაღლითობის" და „ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენების" მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები