საზოგადოება

„ევროპული საქართველოს" ოფისზე თავდასხმა სათამაშო პისტოლეტით მოხდა

09.10.17 16:00


საპარლამენტო ოპოზიცია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" თელავის ოფისთან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე საქართველოს შს სამინისტრომ საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურში.

პარტია „ევროპულმა საქართველომ" თელავში მათ ოფისზე შეიარაღებული პირის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც აქტივისტებისგან საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.

„ინფორმაციის შემოსვლიდან 15 წუთის შემდეგ პიროვნების იდენტიფიცირება ოპერატიულად მოხდა. პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებული იქნა პლასტმასის სათამაშო პისტოლეტი. ამ დროისთვის საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება", — განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

გამოძიება სსკ-ის „მუქარის" მუხლით აღიძრა.

მომხდარ ფაქტში ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავდასხმა ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები