საზოგადოება

თელავში ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო

10.10.17 15:30


ახალგაზრდა კაცმა თელავში თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში მოხდა. ობიექტი ოჯახს ნაქირავები ჰქონდა.

ამის შესახებ "პირველის" კორესპონდენტი იუწყება.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა თავი ქამრით მოიკლა. გარდაცვლილი დღეს დილით ცოლმა ნახა.

შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ახალგაზრდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თვითმკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები