საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

17.10.17 20:15


შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაჩიანში ერთი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მოქალაქის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გარდა ამისა, პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები