საზოგადოება

თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება

24.10.17 15:10


საიუბილეო მეოცე თბილისის ჯაზ-ფესტივალი Tbilisi Jazz Festival 2017 დედაქალაქში 2-5 ნოემბერს ჩატარდება.

გრანდიოზულ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები ჩამოდიან. ფესტივალის მუდმივი ორგანიზატორია ქართული კომპანია Eаstern Promotion.

ფესტივალს ფილარმონიის (Tbilisi Event Hall) სცენაზე 2 ნოემბერს გახსნის ამერიკული სოულ და R&B ჯგუფი Tower of Power, აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ამერიკელი ჯაზ-საქსოფონისტი ჯო ლოვანო კონსერვატორიის სტუდენტებს ექსკლუზიურ მასტერ-კლასს ჩაუტარებს. ამავე დღეს ფილარმონიაში მუსიკოსი თავის კვარტეტთან ერთად კონცერტს გამართავს.

ჯაზ-ფესტივალის დასკვნით დღეს, 5 ნოემბერს, სცენაზე თავის ტრიოსთან ერთად გამოვა ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-პიანისტი პაპუნა შარიქაძე. ქართველი შემსრულებლის სპეციალური სტუმარი იქნება ამერიკელი ჯაზ-კონტრაბასისტი ედი გომესი.

გარდა ამისა, 5 ნოემბერს დაგეგმილია ლეგენდარული სტენლი კლარკის კონცერტი ბენდთან ერთად. ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, არის ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები