საზოგადოება

ჟინვალის გზაზე ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

24.10.17 15:20


ჟინვალის გზაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლების ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ამ დროისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ხდება იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებზე, მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაავრცელა. მეჭიაურის ინფორმაციით, ორივე პირი თიანეთში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ და თავდასხმამდე მის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები