საზოგადოება

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

24.10.17 16:20


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 - 25 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 24 ოქტომბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 25 ოქტომბერს +20, +25 გრადუსამდე დათბება.

26 – 27 ოქტომბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) დროგამოშვებით იწვიმებს. 28 ოქტომბერს გამოიდარებს, 29 ოქტომბრიდან კი ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები