საზოგადოება

ტექდათვალიერებისთვის მანქანების მოწესრიგება 1000 ლარამდე დაჯდება

25.10.17 19:45


ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადებამ, შესაძლოა, უშუალოდ მანქანის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, ზოგიერთი მანქანის მოწესრიგება 500-1000 ლარიც დაჯდეს, ზოგს კი 1500 ლარიც არ ეყოს. გარდა ამისა, ძველი მანქანის მფლობელს საკუთარი ავტომობილის "მწყობრში მოსაყვანად" საკმაო დრო და ენერგია დასჭირდება.

კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები - ეს ავტონაწილების ის მცირე ჩამონათვალია, რაც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს.

"ბიზნეს-რეზონანსი" სპეციალისტებთან ერთად შეეცადა, 10 და 29 წელს გადაცილებული მანქანების ტექდათვალიერების ხარჯი დაეთვალა. საშუალოდ, 2007 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანის წესრიგში მოსაყვანად ოპტიმალური ხარჯი დაახლოებით 500 ლარი იქნება, მაგრამ თუ ის 20 წელზე მეტი ხნისაა, 1000 ლარიც არ ეყოფა. საბოლოო ჯამში, როგორც სპეციალისტები თანხმდებიან, ყველაფერი ინდივიდუალურია და არც ის არის გამორიცხული, 10 წელს გადაცილებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობა 6-7 წლის მანქანასაც სჯობდეს.

ავტოპარკს თუ გადავხედავთ, დაახლოებით 650 000 ისეთი ავტომობილია, რომელთა ვადა 11-დან 20-წლამდეა. საეჭვოა, მათ სავალდებულო ინსპექტირების გავლა მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე შეძლონ. ყველა ავტომობილი იმ პარამეტრის მიხედვით შემოწმდება, რომელიც მწარმოებელმა ქარხანამ დაუდგინა.

სრულად იხილეთ www.resonancedaily.com




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები