საზოგადოება

მეუფე დიმიტრის მსჯავრდებულ დეკანოზთან მკაცრი საუბარი ჰქონდა

25.10.17 20:45


მეუფე დიმიტრისა და მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა ე.წ. მატროსოვის ციხეში დასრულდა. სასულიერო პირმა განაცხადა, რომ დეკანოზთან ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებით.

მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთან პატრიარქის დაცვის ყოფილი ოფროსის სოსო ოხანაშვილის შესახებაც ისაუბრეს.

"სოსო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურებს. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა არ მაქვს მასთან, რამდენჯერმე ვესაუბრე, რომ მეტი გონიერება გამოეჩინა , თუმცა მან თქვა რომ - ჟურნალისტებთან კონტაქტი არ აქვს. ბოლო გადაცემა, რომელიც მე ვნახე და გამაოგნა პატრიარქს რაღაც ქამარი აქვს, და ამ ქამარზე არის გასაღები. თითქოს გასაღები სეიფს აღებს, რომელშიც პატრიარქის ანდერძია მოგონილი თემაა. სოსო ოხანაშვილის გარდა ძალიან ბევრ თემებზე ვისაუბრეთ, ცოტა დაძაბული მკაცრი საუბარი გვქონდა. ვუსაყვედურე, რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მე ვამბობ, რომ მღვდელი საკუთხევლიდან უნდა ცხოვრობდეს. მქონდა საუბარი შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებით.

მან სულ პირჯვრის წერით მითხრა, რომ არანაირი შეხება ამ საკითხთან არ ჰქონია", - განაცხადა სასულიერო პირმა.

მეუფე დიმიტირისა და მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა "მატროსოვის ციხეში" დასრულდა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 5 სექტემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები