საზოგადოება

Lonely Planet-მა საქართველო მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის დაასახელა

25.10.17 21:30


Lonely Planet-მა 2018 წელს სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეული შეადგინა. მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა. ათეულში პირველი ადგილი ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და უსაფრთხო ქვეყანას - ჩილეს ხვდა წილად, მე-7 ადგილზე კი საქართველო გავიდა.

Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში: „ღვინოსა და უძველესი კერძების ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ მომავლისკენ იყურება. ეს ის ქვეყანაა, სადაც 2018 წელს გემრიელი ღვინის დალევა ღირს".


1. ჩილე

2. სამხრეთ კორეა

3. პორტუგალია

4. ჯიბუტი

5. ახალი ზელანდია

6. მალტა

7. საქართველო

8. მავრიტანია

9. ჩინეთი

10. სამხრეთ აფრიკა



წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები