საზოგადოება

ხის უკანონო გაჩეხვა საქართველოში: სულ გამოვლენილია 161 ფაქტი

26.10.17 14:45


შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლებმა ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 20 პირი ამხილეს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები, ასევე, ავტომანქანები პოლიციის გადაწყვეტილებით დაილუქა.

სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია სსკ-ს 303-ე მუხლით "ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები