საზოგადოება

ისნის რაიონში, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა

26.10.17 16:35


თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი ბინის სათავსოში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აფეთქება სათავსოში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მათივე თქმით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და არც ნგრევა არ გამოუწვევია.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები