საზოგადოება

თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს

26.10.17 21:45


თურქული მედიის ცნობით, თურქმა მესაზღვრეებმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს.

თურქული მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა თვითონ გახსნეს ჩანთა, სადაც 14 წლის ბავშვი აღმოაჩინეს.

საქართველოს მოქალაქეც და ბავშვიც ამ დროისათვის პოლიციას ჰყავს დაკავებული.

დაკავებული მოქალაქის ცნობით, ბავშვი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა.

თურქული მედია არ აკონკრეტებს, ბავშვი ეროვნებით თურქია, თუ ქართველი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა და აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უკვე მოახდინეს. საქართველოს საკონსულოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა.



წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები