საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

27.10.17 17:35


თბილისში დღეს ღამით და ხვალ დილით, მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა კი 15-20 გრადუსი იქნება.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ, დასავლეთ საქართველოში თბილი, უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი 20-25 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 15-20 გრადუსს მიაღწევს.

მისივე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა 20-25 იქნება, ხოლო აღმოსავლეთში-18-23 გრადუსი.

თბილისში ღამით იწვიმებს და დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი 21 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება ამინდის გაუარესებას, 30 ოქტომბრიდან დასავლეთშიც და აღმოსავლეთში მოსალოდნელია წვიმა, მაგრამ ტემპერატურის მკვეთრი კლება არ შეინიშნება. მოსალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო.

31 ოქტომბრიდან კი, მთელ ქვეყანაში მნიშვნელოვნად კლებულობს ტემპერატურა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები