საზოგადოება

ლაშა ტალახაძემ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

06.11.17 15:45


ძალოსნობაში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, დღეს კი რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 220 კილოგრამი დაძლია.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ქართველმა ძალოსანმა დღეს საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა, ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები