საზოგადოება

კომპანია „მაგთიკომზე“ კიბერშეტევების სერია განხორციელდა

06.11.17 16:30


მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ გასულ კვირას ჰაკერების სამიზნე გახდა, ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „მაგთიკომი“ სოციალურ ქსელ Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„გასული ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერშეტევა”, — ნათქვამია „მაგთიკომის“ განცხადებაში.

ამის გამო მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი.

კომპანიის ცნობით, მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.

კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები.

ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი, — ღნიშნულია განცხადებაში.

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ 20 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და გასული წლის მონაცემებით, აბონენტთა რაოდენობით ლიდერობს საქართველოში მომუშავე ოთხ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიას შორის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები