საზოგადოება

რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება

06.11.17 18:15


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მომავალი წლისათვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ელექტრონული რეცეპტურის დანერგა იქნება.

“თბილისში პილოტური პროექტით ელექტრონული რეცეპტურა გაკეთებულია. მომავალ წელიწადს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ეს იქნება. ელექტრონული რეცეპტურა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაინერგოს. მოხდება რეცეტპის ონლაინ გამოწერა და გაკონტროლება, როგორ წერენ და რამდენს წერენ ექიმები. ამ რეცეპტს ხედავს პაციენტი, ხედავს ექიმი, ხედავს აფთიაქი და ასევე, ხედავს სამინისტრო. დღესდღეობით, ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო სახე მიეცემა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები