საზოგადოება

საქართველოში ასბესტის შემოტანის აკრძალვას მოითხოვენ

22.06.16 22:20


საქართველოში ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, რაც არამარტო თამბაქოს მოხმარებით, არამედ საქართველოში იმ მასალების შემოტანითაა გამოწვეული, რომელიც ასბესტს შეიცავს, ნათქვამია დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლის კახა ჯანაშვილის განცხადებაში.

კიბოს კველვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, ასბესტი წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას, რადგან ის ზრდის კიბოთი დაავადების რისკს.

საქართველოში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ასბესტის შიფერი, ავტომანქანის სამუხრუჭე ასბესტის შემცველი ხუნდები, ასბესტის მილებით მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი.

53-მა ქვეყანამ აკრძალა მისი გამოყენება, თუმცა, საქართველოში ათიათასობით ტონა ასბესტი მაინც შემოდის, ნათქვამია განცხადებაში.

ასბესტი — ეს თეთრი ბოჭკოვანი მინერალია, რომელიც არ ატარებს სითბოსა და ელექტრობას; ფართოდ იყენებენ ტექნიკაში, როგორც ცეცხლგამძლე მასალას, საიზოლაციო საშუალებას და სხვა
„ამ დროს ხელისუფლება დუმს, არაფერს არ იმჩნევს და არაფერს არ აკეთებს", — აღნიშნულია ჯანაშვილის განცხადებაში.

მისი განმარტებით, მანქანების მფობელების უმრავლესობა იყენებს იაფფასიან ასბესტის შემცველ სამუხრუჭე ხუნდებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია და თავისუფლად იყიდება ბაზარზე, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოდის.

„ჩვენ ერთად შევქმენით ჩვენი დედაქალაქი- თბილისი სასაკლაოდ, რომელიც ნელი სიკვდილით გვემუქრება ყველა, განურჩევლად პარტიულობისა, თანამდებობისა პრეზიდენტისა, პრემიერ მინისტრისა თუ ნებისმიერი აქ მყოფი მოქალაქისა. ჩვენ ყველანი ონკლოგიური დაავადების რისკის ქვეშ ვდგავართ», — ციტირებს სააგენტო„ნოვოსტი-გრუზია“ ჯანაშვილის სიტყვებს.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოში არსებული ასბესტისშემცველი ყველა მასალა განადგურებას და ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩანაცვლებას.

„თუ ეს სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიწყოთ მახათის მთის ღვთისმშობლის ეკლესიის მსგავსად ამ თანხების მობილიზება და თავად ავაშენოთ ეს ცენტრი!“, — აღნიშნა ჯანაშვილმა.

დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდმა სამი წლის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულ 159 ბავშვს დაეხმარა, გადაარჩინა 126 ბავშვის სიცოხლე, რისთვისაც ფონდმა 2 მილიონამდე ლარი დახარჯა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებით 33 ბავშვი გარდაიცვალა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1423


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები