საზოგადოება

პრემიერი ნოე ჟორდანიას ქალიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

23.06.16 14:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო. ნათელა ჟორდანიამ მშობლებთან ერთად სამი წლისამ დატოვა საქართველო, და მიუხედავად ამისა, არასოდეს განელებია სამშობლოს სიყვარული და არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა. ის მშობლების ღირსეული მემკვიდრე იყო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ნათელა ჟორდანიას ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ემიგრაციის შთამომავლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები